დაწყება

როგორ შემოვიდე

თამაშიდან პირველ დილამდე დასავლეთში.

განახლდა 18 ოქტომბერი, 18992 წთ საკითხავი

როგორ შემოვიდე

Redland-ზე შემოსასვლელად სამი რამ გჭირდება: თამაში, RedM და რამდენიმე წუთი.

1. Red Dead Redemption 2

გჭირდება თამაშის ლიცენზიური ასლი PC-ზე — Steam-ზე, Rockstar Games Launcher-ში ან Epic Games-ზე. ერთხელ გაუშვი თამაში, რომ ბოლომდე განახლდეს.

2. RedM

ჩამოტვირთე და დააყენე RedM ოფიციალური საიტიდან — redm.net. პირველი გაშვებისას ის თამაშის საქაღალდეს იკითხავს: მიუთითე, სადაც RDR2 გიყენია.

3. Discord

შემოდი ჩვენს Discord-ში — სიახლეები და ადმინისტრაცია იქაა, საიტზეც Discord-ით შედიხარ. Discord თამაშის დროსაც გჭირდება — სერვერი ყოველ წუთს ამოწმებს, რომ:

  • Discord ჩართულია RedM-ის გაშვებამდე და ჩვენს Discord-ში ხარ
  • ზიხარ ხმოვან არხში, კატეგორიაში „შექმენი ოთახი“ — იქ საკუთარ ოთახს ქმნი
  • Discord-ში შენი სახელი პერსონაჟის სახელია — „სახელი გვარი“, ზედმეტი ტექსტის გარეშე („John Smith | 23“ არ გამოდგება)
  • არხში Deafen ჩართულია

პირველი სამიდან რომელიმე თუ დაირღვა, ყოველ წუთს გაფრთხილება მოგივა და 5 წუთში სერვერიდან გაგაგდებს. Deafen-ზე მხოლოდ შეხსენება მოდის.

4. წესები

სანამ შემოხვალ, წაიკითხე სერვერის კოდექსი.

5. შესვლა

RedM-ის სერვერების სიაში მოძებნე „Redland“, ან გახსენი კონსოლი (F8) და ჩაწერე მისამართი, რომელიც შემოსვლის გვერდზეა.

6. პერსონაჟი

შექმნა ოთხი ნაბიჯია:

  1. ვინაობა — სქესი, სახელი ლათინური ასოებით, დაბადების თარიღი (1899 წელს 18-დან 90 წლამდე) და მოქალაქეობა: ამერიკა, მექსიკა, კუბა ან ვაპიტი
  2. გარეგნობა — თერთმეტი განყოფილება, სიმაღლე 80-დან 215 სმ-მდე
  3. პირველი ტანსაცმელი
  4. რეგისტრაცია

მოქალაქეობა ფიქრით აირჩიე: მაღაროები თავის მხარეს ეკუთვნის, პირადობის მოწმობაზე კი ის საცხოვრებლად იწერება.

ერთ ანგარიშზე ერთი პერსონაჟია. მეტი თუ გჭირდება, მიმართე ადმინისტრაციას.

7. პირველი ნაბიჯები