ხელობა

ნადირობა და ყასბები

ტყავი და ნანადირევი ყასაბთან, მონადირის ლეველები და სანადირო ურემი.

განახლდა 18 ოქტომბერი, 18993 წთ საკითხავი

ჩვეულებრივ ნანადირევს ყასაბი ყიდულობს: მიუტან ტყავს ან მთლიან ნანადირევს და ფასს ხარისხის, ბაზრისა და შენი ლეველის მიხედვით მიიღებ. ლეგენდარული ცხოველები ცალკე საქმეა — ლეგენდარული ნადირობა.

ყასბები

ყასბები ექვს ქალაქში დგანან — სენ-დენი, ვალენტაინი, როუდსი, ტამბლვიდი, ბლექუოთერი და სტრობერი, რუკაზე „Butcher“. მიდი ახლოს და დააჭირე E.

ყასაბი ყიდულობს:

  • მხარზე აკიდებულ ტყავს და ნანადირევს
  • შენი ცხენის ზურგზე დადებულ ტყავებს (8-მდე) და ერთ კარკასს — ცხენი 10 მეტრში უნდა იდგეს
  • სანადირო ურმის ტვირთს — ურემი ყასაბიდან 25 მეტრში უნდა იდგეს

ყასაბი არ ყიდულობს ხორცს და ნაწილებს, შინაურ პირუტყვს (ძროხა, ხარი, ღორი, ცხვარი, თხა და მათი ტყავები) და ლეგენდარულ ცხოველებს.

გაყიდვა

  1. ყასაბის ფანჯარაში აირჩიე, რაც უნდა გაყიდო — ქვითარში ჩაჯდება
  2. დააჭირე „გაყიდვა“
  • ნაჩვენები ფასი 3 წუთი რჩება
  • გაყიდვებს შორის 5 წამია; საათში 60 ცალამდე გაყიდი
  • 6 მეტრზე შორს თუ წახვალ, ფანჯარა დაიხურება

ფასი

საბაზისო ფასი × ხარისხი × ბაზარი × შენი ვაჭრობის უნარი.

  • ხარისხი — ცუდი 20%, კარგი 50%, სრულყოფილი 100%
  • გატყავებული კარკასი ნახევარი ღირს
  • ბაზარი ყველასთვის ერთია: ყოველი გაყიდული ცალი იმავე სახის ფასს 3%-ით აგდებს, 50%-მდე, ორ საათში კი ფასი ნახევრით აღდგება. ერთსა და იმავე ცხოველზე ბევრი თუ ნადირობს, ის იაფდება. ყასაბთან „დღევანდელი ფასების“ დაფა ჩანს

ყველაზე ძვირი, სრულყოფილი და სრული ბაზრით:

  • ტყავი — გრიზლი და დიდი ალიგატორი $8; ალიგატორი, ბიზონი და ცხენირემი (Moose) $6; შავი დათვი და ელკი $5; ირმის მამალი, პუმა, პანტერა და მთის ვერძი $4; მგელი და პრონგჰორნი $3; დანარჩენი $1–2
  • მთლიანი ნანადირევი — ცხენირემი $9; გრიზლი, ბიზონი, პუმა და პანტერა $8; ელკი $7; ალიგატორი, ირმის მამალი და ბუ $6; შავი დათვი, ვერძი, პრონგჰორნი და მგელი $5; არწივი $4

მონადირის ლეველები

ყოველი გაყიდული ცალი გამოცდილებას გაძლევს: ცუდი — 1, კარგი — 2, სრულყოფილი — 4; დიდი ცხოველი — ორმაგს. 50 ლეველია, წოდება ყოველ მეხუთეზე იცვლება — ახალბედადან მეტყავეთა უხუცესამდე.

ლეველი 2 5 10 25 50
გამოცდილება 90 381 949 3,508 13,103
უნარი ლეველი რას იძლევა
ვაჭრობა I–V 5 / 15 / 25 / 35 / 50 ყასაბთან +3 / 6 / 9 / 12 / 15%
ტვირთი I–III 10 / 20 / 40 სანადირო ურემზე +2 / 4 / 6 ადგილი

ჟურნალი: ESC → „ჟურნალები“ → „მეტყავის ჟურნალი“.

სანადირო ურემი

  • ქირავდება ვალენტაინისა და ბლექუოთერის ყასაბთან — $100, ფული არ ბრუნდება. ერთდროულად ერთი
  • 10 ადგილი (ტვირთის უნარით 16-მდე): დიდი ცხოველი — დათვი, ირემი — 2 ადგილს იკავებს, პატარა — 1
  • ჩასატვირთად ურმის უკან დადექი ტყავით ან ნანადირევით და დააჭირე E — „Stow on Cart“
  • ტვირთს ყასაბი ურმიდანვე ყიდულობს; ცარიელი ურემი ნებისმიერ ყასაბთან ბრუნდება
  • საჯინიბოში სანადირო ურემი აღარ იყიდება; ვისაც უკვე აქვს, ის ყასაბთანაც გამოდგება

ურემს 300 მეტრზე შორს 15 წუთით თუ დატოვებ, ან სერვერიდან გახვალ, ის ტვირთიანად ქრება.

Dead Eye და კვალი

Dead Eye და Eagle Eye სერვერზე გამორთულია — ჩაირთვება მხოლოდ Dead Eye Tonic-ით, ხუთი წუთით. დამიზნებულ ცხოველზე თამაშის „Track“ აღარ ჩანს, „Show Info“ (ტყავის ხარისხი) კი რჩება. კვალს სანადირო ძაღლი აიღებს.