სასჯელები
ოთხი ხარისხი: ყოველ წესს თავისი ხარისხი აქვს, ხარისხს — თავისი კიბე.
| ხარისხი | სიმძიმე | სასჯელი: 1-ლი → მე-2 → მე-3 დარღვევა |
|---|---|---|
| I | მსუბუქი | გაფრთხილება + ადმინ-ციხე 1 სთ → ბანი 1 დღე → ბანი 3 დღე |
| II | საშუალო | ბანი 1 დღე → ბანი 3 დღე → ბანი 7 დღე |
| III | მძიმე | ბანი 3 დღე → ბანი 7 დღე → ბანი 30 დღე |
| IV | კრიტიკული | სამუდამო ბანი |
სასჯელი წესის ხარისხით განისაზღვრება (I–IV). ხარისხის კიბე ითვლის შენს წინა დარღვევებს იმავე ხარისხში: პირველი, მეორე, მესამე. მეოთხე და შემდგომი — მესამე ნაბიჯის ორმაგი, ან სამუდამო, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.
თუ 60 დღე არცერთი დარღვევა არ გქონია, I და II ხარისხის კიბე თავიდან იწყება. III ხარისხის კიბე 120 დღის შემდეგ იწყება თავიდან.
ერთ სცენაში რამდენიმე დარღვევისას ისჯება ყველაზე მძიმე ხარისხით, ერთი ნაბიჯით მაღლა.
ადმინისტრაციას შეუძლია სასჯელი ერთი ნაბიჯით გაამკაცროს ან შეამსუბუქოს — კონტექსტის, განზრახვის და შედეგის მიხედვით. ახალბედაზე დარღვევა, განზრახ დანაშაული და ტყუილი ადმინისტრაციასთან ამძიმებს; გულწრფელი აღიარება და მიყენებული ზიანის გამოსწორება ამსუბუქებს.
ეკონომიკური დარღვევის შემთხვევაში ბანთან ერთად ნაშოვნი ქონება ჩამოერთმევა. სამსახურის ან დაჯგუფების შიდა წესების დარღვევა დამატებით ფრაქციის სასჯელს იწვევს (გაფრთხილება, გაშვება).