ტვირთის მიტანა
რვა საწყობი, დახურული ფურგონი და ექვსი ყუთი — სამსახური არ სჭირდება.
ტვირთის მიტანას სამსახური არ სჭირდება — მიდი საწყობის აგენტთან და აირჩიე მარშრუტი.
საწყობები
ვალენტაინი, სტრობერი, ბლექუოთერი, არმადილო, ტამბლვიდი, როუდსი, სენ-დენი და ანესბურგი. აგენტთან E — „Delivery Service“.
დაფაზე დანარჩენი შვიდი საწყობის ბარათია: მანძილი მილებში, სიგრძის ზოლი და სირთულე — ადვილი (2 მილამდე), საშუალო (3.5-მდე), რთული (მეტი). ანაზღაურება ბარათზე წერია.
რეისი
- საწყობთან ორცხენიანი დახურული ფურგონი გაჩნდება
- ჩატვირთე 6 ყუთი — G
- მიიყვანე დანიშნულებამდე
- გადმოტვირთე 6 ყუთი — G
დრო მანძილზეა დამოკიდებული — 8-დან 45 წუთამდე. დრო თუ გავიდა, კიდევ 3 წუთი გაქვს, ოღონდ ანაზღაურებას 20% აკლდება; მერე რეისი ჩაიშლება.
რეისი ჩაიშლება, თუ ფურგონი დაიმსხვრა ან ცხენი მოკვდა, ფურგონი 20 წამით აუშვებელი დარჩა, ფურგონიდან 5 წამით 100 მეტრზე შორს იყავი (70-ზე გაფრთხილებაა), ან ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას 120 მეტრზე წახვედი (50-ზე გაფრთხილებაა).
- სერვერი ამოწმებს, რომ თავად ფურგონი დგას დანიშნულების ადგილზე
- რეისებს შორის 10 წუთია — თამაშიდან გასვლა ამას არ აჩქარებს
/deliverycancel— ორჯერ, 10 წამში: რეისი უქმდება და 10-წუთიანი პაუზა იწყება- მესაფლავის ცხედრით ან კუბოთი რეისს ვერ დაიწყებ
ორნი ერთად
რეისზე ორნი შეიძლება იყოთ: მოიწვიე 5 მეტრში მდგომი, მოწვევას 20 წამი აქვს. ანაზღაურებას იღებს ყველა, ვინც დასრულებისას დანიშნულებიდან 120 მეტრშია.
ლეველები
ყოველი რეისი 5 გამოცდილებაა: შეგირდი (0), მეურმე (50), ოსტატი (100). ყველა მარშრუტი პირველივე ლეველიდან ღიაა.