ცხოვრება

ექიმები და ჯანმრთელობა

როცა ტყვია ან დათვი შენზე სწრაფია.

განახლდა 18 ოქტომბერი, 18991 წთ საკითხავი

როცა დაეცემი

  • იწყება 5 წუთის ათვლა
  • E — ექიმების გამოძახება. ჩანს მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ექიმი სამსახურშია; ხელახლა — 60 წამში
  • 2 წუთის მერე G-ს 5 წამით დაჭერა AI ექიმს იძახებს: გაცოცხლდები იქვე, ნახევარი სიცოცხლით. უფასოა და ექიმების არსებობაზე არ არის დამოკიდებული
  • ათვლის ბოლოს E — გაცოცხლება უახლოეს ქალაქში: ვალენტაინი, ბლექუოთერი, სტრობერი, არმადილო, ტამბლვიდი, სენ-დენი, როუდსი, ვან ჰორნი ან ანესბურგი. არაფერს კარგავ — არც ნივთებს, არც ფულს; შიმშილი და წყურვილი ივსება, სტრესი ნულდება

ექიმები ქალაქებში

ექიმის ოფისები, რუკაზე „Doctor“: ვალენტაინი, ბლექუოთერი, როუდსი, ვაპიტი, ტამბლვიდი, არმადილო, სენ-დენი, გუარმა და სტრობერი.

  • E — „Get Healed“, $5: სრული სიცოცხლე, შიმშილი და წყურვილიც ივსება
  • G — „Revive Player“, $10: გვერდით, 3 მეტრში მწოლიარე მოთამაშეს ნახევარი სიცოცხლით აცოცხლებ

წამლები

ნივთი დრო სიცოცხლე
ბინტი 10 წმ +15%
მედკიტი 8 წმ +80%

არცერთი არ მუშაობს მკვდარზე, ბორკილდადებულზე ან ცხენზე. ორივეს მცენარეების მკრეფავები აფთიაქის მაგიდაზე ამზადებენ.

გველის შხამი

გველის კბენა შხამავს: 5 წუთის განმავლობაში ყოველ 10 წამში სიცოცხლის 2% გაკლდება (10%-ზე ქვემოთ არა). Antidote მაშინვე კურნავს — ტონიკები, შხამი და Dead Eye.

ექიმის სამსახური

ექიმები (Medic): Recruit, Trainee, Doctor, Surgeon და Manager (ბოსი). ექიმი მოთამაშეს პირველადი დახმარებით (first aid) აცოცხლებს და ბინტით მკურნალობს; ორივეს ექიმების მაღაზია უფასოდ აძლევს. სამსახურზე: სამსახურები.