ტონიკები, შხამი და Dead Eye
ხუთი ტონიკი, გველის შხამი და როდის ირთვება Dead Eye.
ტონიკები მაღაზიაში არ იყიდება — მათ მცენარეების მკრეფავები (Herbalist) აფთიაქის მაგიდაზე ამზადებენ ველური მცენარეებისგან. თითო 150 გრამია და ჩანთიდან გამოიყენება.
| ტონიკი | რას აკეთებს | რისგან | მაგიდის დონე |
|---|---|---|---|
| Dead Eye Tonic | Dead Eye და Eagle Eye 5 წუთით | 1 Glass, 2 Golden Currant, 2 Indian Tobacco | II |
| Stamina Tonic | სტამინის ნახევარს გიბრუნებს | 1 Glass, 2 American Ginseng, 1 Wild Mint | I |
| Herbal Tea | წყურვილი +15, სტრესი −35 | 1 Water, 1 Hummingbird Sage, 1 Wild Mint | I |
| Antidote | გველის შხამს კურნავს | 1 Glass, 2 Burdock Root, 1 Wild Feverfew | II |
| Horse Stamina Tonic | ცხენს სტამინის 40%-ს უბრუნებს | 1 Glass, 2 Wild Carrot, 1 Alaskan Ginseng | I |
რეცეპტები შეიძლება შეიცვალოს — ზუსტი სია მაგიდაზე ჩანს.
Dead Eye და Eagle Eye
სერვერზე Dead Eye და Eagle Eye ყველასთვის გამორთულია. Dead Eye Tonic ორივეს 5 წუთით რთავს და Dead Eye-ს სკალას ავსებს:
- სანამ მოქმედებს, ეკრანზე Dead Eye-ს ბირთვი წუთების ათვლით ჩანს; ბოლო 30 წამი ციმციმებს
- მეორე ტონიკი დროს არ უმატებს — ხუთ წუთს თავიდან იწყებს
- დამიზნებულ ცხოველზე „Track“ ტონიკითაც არ ჩნდება
გველის შხამი
ნებისმიერი გველის კბენა — rattlesnake, fer-de-lance, boa, წყლის გველი — შხამავს:
- 5 წუთის განმავლობაში ყოველ 10 წამში სიცოცხლის 2% გაკლდება, მაგრამ 10%-ზე ქვემოთ არა
- ახალი კბენა ათვლას თავიდან იწყებს
- Antidote შხამს მაშინვე კურნავს. უშხამოდ დალეული ანტიდოტი ტყუილად იხარჯება
ცხენის ტონიკი
Horse Stamina Tonic ცხენს სტამინის 40%-ს უბრუნებს — სამი ცარიელ ცხენს ავსებს. გამოიყენე ჩანთიდან შენი ცხენის გვერდით, ან უნაგირზე დააჭირე J. მეტი: ცხენები და საჯინიბოები.