დაწყება

HUD და ბრძანებები

იარაღის პანელი, ეკრანის გადაწყობა /edithud-ით და პრომოკოდები.

განახლდა 18 ოქტომბერი, 18991 წთ საკითხავი

იარაღის პანელი

ქვედა მარჯვენა კუთხეში ხელში მყოფი იარაღი ჩანს: სურათი, სახელი, ტყვიები მჭიდში და დარჩენილი ტყვიები. მჭიდი 25%-ზე ქვემოთ წითლდება. ორი იარაღი თუ გიჭირავს, მეორე ზემოთ ჩანს. ცივ იარაღს, ლასოს, ანკესს და მისთანებს მხოლოდ სურათი და სახელი აქვს.

/edithud — ეკრანის გადაწყობა

/edithud ეკრანის ყველა ნაწილს გადასაადგილებლად ხსნის: ბირთვებს, ზედა პანელის თითო სტრიქონს (სახელი, სამსახური და ID, ნაღდი, ბანკი, ოქრო, bloodmoney, მდგომარეობა) და იარაღის პანელებს.

მონიშვნა

  • დაწკაპუნება — ერთი ნაწილი; Shift ან Ctrl + დაწკაპუნება — მიმატება
  • ცარიელ ადგილზე გადათრევა — ჩარჩოში მოხვედრილი ყველა ნაწილი
  • ორმაგი დაწკაპუნება — მთელი ჯგუფი: ზედა პანელი, ბირთვები ან იარაღები
  • Ctrl+A — ყველაფერი

გადაადგილება

  • გადათრევა 8-პიქსელიან ბადეზე („ბადე“ რთავს და თიშავს)
  • ისრები — 1 პიქსელით, Shift+ისრები — 10-ით
  • გასწორება „ერთმანეთთან“ ან „ეკრანზე“: მარცხენა კიდე, ცენტრი, მარჯვენა კიდე, ზემოთ, შუაში, ქვემოთ
  • „ზედა პანელი“: მარცხნივ, ცენტრში ან მარჯვნივ

Ctrl+Z / Ctrl+Y — უკან და წინ, 60 ნაბიჯი. „მონიშნულის დაბრუნება“ და „ყველაფრის დაბრუნება“ თავდაპირველ ადგილზე აბრუნებს. „დასრულება“ ან Esc ხურავს.

განლაგება შენს კომპიუტერზე ინახება, არა პერსონაჟზე — სხვა კომპიუტერზე თავიდან დააწყობ.

  • /resethud — ყველაფერი თავის ადგილზე
  • /hidehud — HUD-ის დამალვა და გამოჩენა

პრომოკოდები

/promo კოდი — კოდი ფულს ან ნივთებს გაძლევს. თითო კოდი ერთ პერსონაჟზე ერთხელ მუშაობს; ზოგს გამოყენების ლიმიტი ან ვადა აქვს. ნივთები ჩანთაში თუ ვერ ეტევა, კოდი არ იხარჯება.

ცდებს შორის 3 წამია; 10 წუთში 8 არასწორი კოდის მერე ცდა 10 წუთით იკეტება.