ხელობა

ხელოსნობის მაგიდები

საკუთარი ღუმელი, სამზარეულო და აფთიაქი — და რას აკეთებ მათზე.

განახლდა 18 ოქტომბერი, 18994 წთ საკითხავი

ხელოსნობის მაგიდა შენი საკუთრებაა: იყიდი, დადგამ სადაც გინდა და მასზე ნედლეულიდან ნივთებს ამზადებ. მაგიდა მუშაობს მაშინაც, როცა თამაშში არ ხარ.

მაგიდები

მაგიდა სად ფასი
დნობის ღუმელი (Smelting Furnace) ზოგადი მაღაზია $100
აფთიაქის მაგიდა (Apothecary Workbench) ზოგადი მაღაზია $75
სამზარეულოს მაგიდა (Cooking Workbench) ზოგადი მაღაზია $40
იარაღის მაგიდა (Gunsmith Workbench) არ იყიდება —

თითო სახის მაგიდა ერთი შეგიძლია გქონდეს დადგმული. იარაღის მაგიდა მხოლოდ იარაღის ოსტატებისთვისაა.

აფთიაქის მაგიდას ყველა იყიდის, მაგრამ დადგმა, მასზე მუშაობა და დონის აწევა მხოლოდ მცენარეების მკრეფავს (Herbalist სამსახური) შეუძლია. სამსახურიდან წასული მფლობელი მაგიდას მაინც ხსნის: იღებს მზა ნივთებს, აუქმებს შეკვეთებს და აკეცავს.

დადგმა

ჩანთიდან გამოიყენე მაგიდა — გამოჩნდება მისი გამჭვირვალე ფორმა:

  • ENTER — დადგმა, BACKSPACE — გაუქმება
  • ← / → — მობრუნება, ↑ / ↓ — სიმაღლე

მაგიდა ვერ დადგება ცხენიდან ან ეტლიდან, წყალში, ჰაერში, შენგან 8 მეტრზე შორს და სხვა მაგიდის ახლოს. შენობაში — შეიძლება. მაგიდა ჩანთიდან მხოლოდ მაშინ ქრება, როცა მართლა დადგა.

მუშაობა

  • E — მაგიდის გახსნა; G-ს დაჭერით და დაჭერილით — აკეცვა
  • მაგიდას მხოლოდ მისი მფლობელი იყენებს; სხვებისთვის ის უბრალო მაგიდაა
  • რუკაზე შენი მაგიდები მხოლოდ შენ გიჩანს

რიგი

  • ნედლეული რიგში ჩაყენებისას იხარჯება
  • ერთ მაგიდაზე 5 შეკვეთამდე, თითოში 1-დან 50 ცალამდე
  • მაგიდა სერვერის საათით მუშაობს — წახვალ, გამოხვალ თამაშიდან ან სერვერი გადაიტვირთება, საქმე მაინც მიდის
  • მზა ნივთები მაგიდასთან გელოდება; აიღებ იმდენს, რამდენიც ჩანთაში ეტევა
  • შეკვეთის გაუქმებისას გამოუყენებელი ნედლეული მაგიდის უჯრაში ბრუნდება
  • მაგიდას მხოლოდ მაშინ აკეცავ, როცა რიგი და უჯრა ცარიელია

დონეები

ყველა მაგიდა I დონით იწყება:

  • II დონე — $50 და 5 რკინის ზოდი
  • III დონე — $150 და 5 ფოლადის ზოდი

დონე აკეცვის მერეც რჩება. ზოგი რეცეპტი მხოლოდ მაღალ დონეზე იხსნება.

რეცეპტები

რეცეპტებს ადმინისტრაცია ცვლის — ზუსტი სია ყოველთვის მაგიდაზე ჩანს.

დნობის ღუმელი

რა რისგან დონე დრო
რკინის ზოდი 4 რკინის მადანი, 1 ქვანახშირი I 30 წმ
ბრინჯაოს ზოდი 3 ბრინჯაოს მადანი, 1 ქვანახშირი I 30 წმ
დენთი 2 გოგირდი, 1 ქვანახშირი I 20 წმ
აგური ×2 3 თიხა, 1 ქვანახშირი I 30 წმ
მინა 3 ქვიშა, 1 ქვანახშირი II 30 წმ
ფოლადის ზოდი 2 რკინის ზოდი, 2 ქვანახშირი II 45 წმ
ქვანახშირის ყუთი 10 ქვანახშირი II 15 წმ
გოგირდის ყუთი 10 გოგირდი II 15 წმ
ვერცხლის ზოდი 3 ვერცხლის მადანი, 1 ქვანახშირი III 45 წმ

მადანი, ქვანახშირი, გოგირდი, თიხა და ქვიშა მაღაროებიდან მოდის. ვერცხლის მადანი ჯერ არცერთ მაღაროში არ ამოდის.

აფთიაქის მაგიდა

რა რისგან დონე დრო
ბინტი ×2 2 მატყლი, 1 ფარსმანდუკი (Yarrow) I 20 წმ
პირველადი დახმარება 2 ბინტი, 2 ფარსმანდუკი, 1 ამერიკული ჟენშენი II 40 წმ
მედკიტი 1 პირველადი დახმარება, 2 ბინტი, 1 ალასკური ჟენშენი, 1 წითელი სალბი III 60 წმ

ტონიკები ცალკე განყოფილებაშია — რას აკეთებს თითო: ტონიკები, შხამი და Dead Eye.

რა რისგან დონე დრო
Stamina Tonic 1 მინა, 2 American Ginseng, 1 Wild Mint I 30 წმ
Herbal Tea 1 წყალი, 1 Hummingbird Sage, 1 Wild Mint I 20 წმ
Horse Stamina Tonic 1 მინა, 2 Wild Carrot, 1 Alaskan Ginseng I 30 წმ
Antidote 1 მინა, 2 Burdock Root, 1 Wild Feverfew II 40 წმ
Dead Eye Tonic 1 მინა, 2 Golden Currant, 2 Indian Tobacco II 45 წმ

მცენარეები ველზე იკრიფება, მინა — დნობის ღუმელში მზადდება.

სამზარეულოს მაგიდა

რა რისგან დონე დრო
ჩაშუშული (Stew) 1 საქონლის ხორცი, 1 კარტოფილი, 1 ველური სტაფილო, 1 წყალი I 45 წმ

დრო ერთ ცალზეა.