კანონი
ვიღაცამ წესრიგიც უნდა დაიცვას.

შერიფების ხუთი ოფისია: ვალენტაინი, როუდსი, ბლექუოთერი, სტრობერი და სენ-დენი.
წოდებები
ქალაქის ოფისებში: Intern, Sheriff და County Sheriff (ბოსი). სენ-დენი მთავარი ოფისია — იქ ემატება Deputy Marshal და Marshal, ორივე ბოსი. ხელფასი 30 წუთში ერთხელ მოდის, მხოლოდ სამსახურში ყოფნისას — სამსახურები.
ოფისი
- J — „Lawman Office“: სამსახურში შესვლა და გამოსვლა, იარაღსაცავი (Sheriff-იდან) და ოფისის საერთო საწყობი
- იარაღსაცავი უფასოა: ბორკილი, Cattleman, Winchester და ტყვია
- ოფისის კარები და საკნები მხოლოდ თავისი ოფისის შერიფებს ეღება
- ბლექუოთერის შერიფის განყოფილება ძველ მერიის შენობაშია: მისაღები, ოფისები, დაკითხვის ოთახი, იარაღსაცავი, არქივი და ქვემოთ ექვსი საკანი
შერიფის საქმე
/cuff— ბორკილის დადება და მოხსნა (ბორკილი გჭირდება, 1.5 მეტრამდე);/escort— ბორკილდადებულის ან დაცემულის წაყვანა- F6 — სწრაფი მენიუ: განგაში ყველა სამსახურში მყოფ შერიფს, ბორკილი, წაყვანა, ციხე, სამკერდე ნიშანი, MDT
- Left Alt მოთამაშეზე: ბორკილი, ჩხრეკა (დაცემულს ან ხელაწეულს), აკიდება
- ბორკილდადებული ეტლში ვერ ჯდება
MDT
/mdt შერიფების წიგნია: მოქალაქეების პროფილები, ჩანაწერები, ორდერები, ძებნილები (BOLO), რაპორტები, ბრალდებები და ჯარიმები.
- Intern ჩანაწერებს ქმნის; Sheriff ორდერებსაც მართავს; County Sheriff და ზემოთ — შლის და ბრალდებებს ასწორებს
- ჯარიმა ნაღდით იხდება შერიფის ოფისის კლერკთან („Pay Fines“) — ვალენტაინში, როუდსში, ბლექუოთერში, სენ-დენსა და სტრობერიში. გადაუხდელი ჯარიმა 7 დღის მერე ვადაგადაცილებულად ჩანს
ციხე
- პატიმარს ციხეში მხოლოდ გადაცემის პუნქტიდან გაგზავნი — ბლექუოთერში, როუდსსა და სენ-დენში: ოფიცერთან „Hand Over Prisoner“, პატიმარი 10 მეტრში უნდა იყოს
- ვადა — 90 წუთამდე. პატიმარს ნავით სისიკას კუნძულზე გადაიყვანენ
- ციხეში ნივთები ერთმევა (გამოსვლისას უბრუნდება) და ციხის ფორმას იცვამს; ვადა მხოლოდ ონლაინ ყოფნისას ითვლება; ზონიდან გაქცევა უკან აბრუნებს
- სამსახური რჩება. MDT-ის „თვე“ ციხეში ერთი წუთია
ციხის ფურგონი
- ფურგონს ეზოებიდან — ბლექუოთერი, ვალენტაინი, როუდსი, სენ-დენი — მხოლოდ County Sheriff, Deputy Marshal და Marshal გამოიყვანს
- პატიმარს — ბორკილდადებულს, შეკრულს, ლასოში მოქცეულს ან მკვდარს — მოთამაშის მენიუდან ჩასვამ
- უმოქმედო ფურგონი 45 წუთში ბრუნდება; მიტოვებული პატიმარი 30 წუთში თავისუფლდება
სენ-დენის თეატრის სცენაზე ელექტროსკამია: სამსახურში მყოფი შერიფი ბორკილდადებულს მიიყვანს და G-ს დააჭერს.