შინაური ცხოველები
ძაღლები, კატა და ფრინველები: მოვლა, ნადირობა, რანჩოს დაცვა და ნახირის გარეკვა.
შინაური ცხოველი გვერდით დაგყვება და ოინებს აკეთებს, ძაღლი კი საქმესაც — ნადირობაში ან რანჩოზე.
მაღაზია
შინაური ცხოველების მაღაზია სენ-დენშია — რუკაზე „Pet Shop“, გამყიდველთან E. განყოფილებებია: ძაღლები, კატები, ფრინველები და „შენი ცხოველები“ — გამოძახება, სახელის შეცვლა, გაშვება.
- ერთ პერსონაჟს 3 ცხოველამდე ჰყავს; გარეთ ერთდროულად ერთი
- სახელი 24 სიმბოლომდე
- გაშვებული ცხოველი სამუდამოდ მიდის, ფული არ ბრუნდება
ნაღდი ფულით — სამუშაო ძაღლები
| ძაღლი | საქმე |
|---|---|
| Australian Shepherd, Collie, Catahoula | რანჩოსი — იცავს ბაკს და გარეკავს ნახირს; არ ნადირობს |
| American Foxhound, Bluetick Coonhound, Chesapeake Retriever | სანადირო — კვალს იღებს და ნანადირევს მოგიტანს; რანჩოზე არ მუშაობს |
ოქროთი
- ძაღლები: Hound, Husky, Labrador, Poodle, Street dog — ოქროს ძაღლი ყველაფერს აკეთებს: ნადირობს, იცავს და გარეკავს
- Persian cat — დაგყვება და ოინებს აკეთებს, არ უტევს
- ფრინველები: ბუ, თუთიყუში, მტრედი, ყორანი, ყვავი, მგალობელი ჩიტი, ბეღურა — მხარზე გისხდებიან
ცხოველთან
- E — მოფერება
- G — ცხოველის მენიუ
- R — დაჯდომა / გაყოლა
- F — კვალი (სანადირო და ოქროს ძაღლი)
მენიუში: გამოძახება, სახლში გაშვება, აჭმევა, გაწმენდა, კვალის აღება, რანჩოს დაცვა და ოინები — ძაღლს: დაჯდომა, წოლა, ძილი, თხოვნა, ყეფა, ყმუილი, გადაგორება; კატას: დაჯდომა, წოლა, ძილი, კლანჭები, კნავილი.
თავდასხმა: დაუმიზნე 25 მეტრში მყოფს და დააჭირე J — „Sic 'Em“; ისევ J — „Call Off“. ძაღლი თავს ანებებს, თუ მიზანი მოკვდა ან 60 მეტრზე შორს გაიქცა. კატა და ფრინველი არ უტევს.
მოვლა
ცხოველს ორი მაჩვენებელი აქვს — სიმაძღრე და სისუფთავე, 0-დან 100-მდე. სანამ გარეთ დაგყვება, ორივე წუთში 1-ით იკლებს: სრულიდან ნულამდე 100 წუთია.
- Pet Food — სიმაძღრე +20, იხარჯება
- Pet Brush — სისუფთავე +25, არ იხარჯება
- Pet Whistle — ცხოველის მენიუ ნებისმიერი ადგილიდან
სამივე ზოგად მაღაზიაში იყიდება. ცხოველი 15 მეტრში თუ არის, მასთან მიხვალ და დაიჩოქებ.
რომელიმე მაჩვენებელი ნულზე თუ ჩამოვიდა, ცხოველი სახლში მიდის და ვერ გამოიძახებ, სანამ არ აჭმევ ან არ გაწმენდ — ორივე მენიუდან შეიძლება, სახლში მყოფსაც.
მოკლული ცხოველი დაჭრილი მიდის სახლში — 5 წუთის მერე ისევ გამოიძახებ. 45 მეტრზე მეტად თუ ჩამოგრჩა (მაგალითად, ჭენებისას), გვერდით გაგიჩნდება.
ნადირობა
სანადირო და ოქროს ძაღლი:
- F ჯერ შენს მოკლულ ნადირს ეძებს 150 მეტრში (გაუტყავებელს): პატარას მოგიტანს, დიდთან დადგება, ეყეფება და რუკაზე „Kill“-ით მონიშნავს
- მოკლული თუ არ არის, F უახლოეს გარეულ ცხოველს მიაგნებს, 12 მეტრში გაჩერდება და მას 30 წამით „Trail“-ით მონიშნავს; მერე 2 წუთი ისვენებს
- 80 მეტრში მოკლულ პატარა ნადირს — ფრინველს, კურდღელს და მისთანებს — თავად მოგიტანს კბილებით
- ლეგენდარულ ცხოველებს, რანჩოს პირუტყვს, ცხენებს და ადამიანებს არ მისდევს
რანჩოს დაცვა
რანჩოს და ოქროს ძაღლი: გამოიძახე, დადექი შენი რანჩოს ბაკთან (მფლობელი ან გასაღების მქონე) და მენიუდან აირჩიე „რანჩოს დაცვა“. ძაღლი ბაკში დაჯდება — ერთ რანჩოზე ერთი.
- სანამ იცავს, ნაშიერი 20%-ით სწრაფად იზრდება — დაახლოებით 2.5 საათში
- უცნობს 15 მეტრიდან ეყეფება
- მისი მაჩვენებლები 15 წუთში 1-ით იკლებს (სრულიდან 25 საათი); ნულზე სახლში მიდის და შეტყობინებას მიიღებ
- „გამოძახება“ უკან მოიყვანს. სანამ ის იცავს, სხვა ცხოველი შეიძლება გარეთ გყავდეს
რანჩოს და ოქროს ძაღლი ნახირს მყიდველამდეც გარეკავს — რანჩოები.