მესაფლავე
სამუშაო, რომლითაც ახალბედა იწყებს.

ვიღაცამ ხომ უნდა დამარხოს. სამგლოვიარო სახლის პატრონი (Undertaker) კონტრაქტს გაძლევს: იპოვე უპატრონო ცხედარი, ჩამოიტანე, გაუკეთე კუბო და დამარხე. სამსახური არ გჭირდება, არც ნიჩაბი.
სამუშაოს რიგი
- აიღე კონტრაქტი სამგლოვიარო სახლში
- ცხედარს რუკაზე წრე აჩვენებს — ფეხით უნდა მიაგნო
- აიკიდე მხარზე და მოიტანე
- ეზოში, დაზგაზე გააკეთე კუბო და დადე ურიკაზე
- წაიღე სასაფლაოზე — ვალენტაინის, სენ-დენის, ანესბურგის ან არმადილოს
- ამოავსე საფლავი: G, 10 წამი; წვიმაში მეტხანს
ხელშეუხებელი ცხედარი 30 წუთში ქრება.
ლეველები
ხუთი ლეველია, ყოველი კონტრაქტი 5 გამოცდილებაა. ლეველები ახალ ქალაქებს ხსნის — არმადილო და ტამბლვიდი მე-2-ზე, ბლექუოთერი მე-3-ზე, სენ-დენი მე-4-ზე, ანესბურგი მე-5-ზე — და გასამრჯელოს 5-დან 20%-მდე ზრდის.