წესები

Discord-ის წესები

Discord Redland-ის ნაწილია: იგივე ხალხი, იგივე პატივისცემა, იგივე სასჯელები.

განახლდა 15 ოქტომბერი, 18993 წთ საკითხავი

Discord Redland-ის ნაწილია: აქ იგივე ხალხია, რაც სერვერზე, და იგივე პატივისცემა მოქმედებს. სერვერის სრული წესები: https://rdr2-rp.space/rules

სასჯელი წესის ხარისხით განისაზღვრება (I–IV), ისევე როგორც სერვერზე. Discord-ში I ხარისხის პირველი სასჯელი გაფრთხილება და ერთსაათიანი timeout-ია. ბანი ერთდროულად მოქმედებს Discord-სა და სერვერზე.

1. პატივისცემა

D1.1 — შევიწროება, მუქარა, დევნა და შეურაცხყოფა აკრძალულია — საჯარო არხში, ხმოვან არხში თუ პირად მიმოწერაში. (IV · კრიტიკული)

D1.2 — რასიზმი, დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა აკრძალულია ნებისმიერი ფორმით: ტექსტით, სურათით, ნიკით თუ ავატარით. (IV · კრიტიკული)

D1.3 — სხვისი პირადი ინფორმაციის (ნამდვილი სახელის, ფოტოს, მისამართის, ტელეფონის) გავრცელება მისი თანხმობის გარეშე აკრძალულია. (IV · კრიტიკული)

D1.4 — ტოქსიკურობა, დაცინვა, პროვოკაცია და ბილწსიტყვაობა ადამიანის მიმართ აკრძალულია. ხუმრობა მაშინაა ხუმრობა, როცა ორივე იცინის. (II · საშუალო)

D1.5 — პოლიტიკურ და რელიგიურ კამათს აქ ადგილი არ აქვს. (I · მსუბუქი)

2. შინაარსი

D2.1 — NSFW, სისასტიკე და შოკისმომგვრელი მასალა აკრძალულია ყველა არხში, ნიკსა და ავატარში. (III · მძიმე)

D2.2 — თაღლითობა, ფიშინგი, საეჭვო ბმული ან ფაილი — სამუდამო ბანი. (IV · კრიტიკული)

D2.3 — სხვა სერვერის, Discord-ის ან სერვისის რეკლამა აკრძალულია — არხშიც და წევრებთან პირად მიმოწერაშიც. (II · საშუალო)

D2.4 — სპამი, ფლუდი, მხოლოდ დიდი ასოებით წერა და მასობრივი თეგები აკრძალულია. @everyone და @here მხოლოდ ადმინისტრაციისთვისაა. (I · მსუბუქი)

D2.5 — თამაშის ნივთების, ფულის, ქონების ან ანგარიშის რეალურ ფულზე ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია, შეთავაზების ჩათვლით. (IV · კრიტიკული)

3. არხები, IC და OOC

D3.1 — ყველა თემას თავისი არხი აქვს: წერე იქ, სადაც შენი საკითხია. დახმარება გჭირდება — დახმარების არხი ან ტიკეტი. (I · მსუბუქი)

D3.2 — Discord OOC სივრცეა. IC დაპირისპირების აქ გაგრძელება, მოწინააღმდეგის დაცინვა და „ანგარიშის გასწორება" აკრძალულია. (II · საშუალო)

D3.3 — Discord-ში ნანახსა და გაგონილს თამაშში ვერ გამოიყენებ — ეს მეტაგეიმინგია (წესი 2.4). აქტიური სცენის დროს გარე არხში სცენაზე საუბარი აკრძალულია (წესი 2.5). (II · საშუალო)

D3.4 — მედიის არხი მოგონებებისთვისაა. კლიპს, რომლის მიზანი სხვის დამცირება ან ბრძოლის შემდეგ დაცინვაა, აქ ადგილი არ აქვს. (I · მსუბუქი)

D3.5 — ხმოვან არხში აკრძალულია ხმის შემცვლელი, ყვირილი, მიკროფონში მუსიკა და ხმაური სხვების შესაწუხებლად. (I · მსუბუქი)

4. ანგარიში და სახელი

D4.1 — ნიკი და ავატარი უნდა იყოს წაკითხვადი და წესიერი. შეურაცხმყოფელი ან უხამსი სახელი აკრძალულია. (I · მსუბუქი)

D4.2 — ადმინისტრაციის ან სხვა მოთამაშის სახელით, ნიკით ან ავატარით თავის მოჩვენება აკრძალულია. (III · მძიმე)

D4.3 — ერთ ადამიანს ერთი ანგარიში აქვს. მეორე ანგარიში ბანის ან timeout-ის გვერდის ასავლელად — სამუდამო ბანი. (IV · კრიტიკული)

D4.4 — აქაც მოქმედებს Discord-ის საკუთარი წესები (Terms of Service, Community Guidelines). Redland 16+ სერვერია. (II · საშუალო)

5. ადმინისტრაცია და ტიკეტები

D5.1 — ადმინისტრატორებს სერვერის საქმეზე პირადად ან თეგით ნუ მიწერ: ყველაფერი ტიკეტით. (I · მსუბუქი)

D5.2 — ერთი საკითხი — ერთი ტიკეტი. საჩივარს ვიდეო სჭირდება, როგორც ამას წესი 12.4 ითხოვს. პასუხს მოთმინებით დაელოდე და ტიკეტს ნუ გაიმეორებ. (I · მსუბუქი)

D5.3 — ტიკეტის შინაარსი კონფიდენციალურია: მისი გამოქვეყნება ან სკრინშოტის გავრცელება აკრძალულია. (II · საშუალო)

D5.4 — ყალბი საჩივარი, ტყუილი ადმინისტრაციასთან და შეცვლილი მტკიცებულება აკრძალულია. (III · მძიმე)

D5.5 — ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე საჯარო არხში კამათი აკრძალულია. არ ეთანხმები — გაასაჩივრე ტიკეტით (წესი 12.6). (II · საშუალო)