ხელობა

ველური მცენარეები

55 მცენარე მთელ რუკაზე: კრეფა, ლეველები და ჰერბალისტის ჟურნალი.

განახლდა 18 ოქტომბერი, 18992 წთ საკითხავი

შტატებში ველური მცენარეები ხარობს — 41 ბალახი, სოკო და კენკრა და 14 ორქიდეა. კრეფა ყველას შეუძლია და იარაღი არ სჭირდება.

კრეფა

  • მცენარეები 80 მეტრიდან ჩანს
  • 1.8 მეტრზე მიდი — გამოჩნდება G „Pick“ და ქვემოთ მცენარის სახელი
  • პერსონაჟი თავად მივა, მიუბრუნდება და მოკრეფს — 4 წამი, შეწყვეტა შეიძლება
  • მოკრეფილი მცენარე ყველასთვის ქრება
  • ჩანთა თუ სავსეა, არაფერი მოიკრიფება და მცენარე ადგილზე რჩება
  • თითო მცენარე 20 გრამია

სად იზრდება

მცენარეები თამაშის საკუთარ ადგილებზე ხარობს. მოკრეფილის ნაცვლად 30–60 წუთში იმავე ჯგუფის მცენარე ამოვა სხვაგან, 40 მეტრზე შორს — ერთ ადგილას ვერ იფარმავებ. ყოველ ამოსვლას 3%-იანი შანსი აქვს, ორქიდეა იყოს.

  • Agarita და Blood Flower მხოლოდ ღამით იზრდება — 22:00-დან 05:00-მდე
  • ჟურნალი გეუბნება, სად ეძებო: მაგალითად Red Sage — ნიუ ოსტინი და რიო ბრავო, Oleander Sage — ლემოინის ჭაობები (შხამიანია), Desert Sage — გეპტუთი და ჩოლა სპრინგსი, Alaskan Ginseng და Violet Snowdrop — ამბარინო, Prairie Poppy და Golden Currant — ჰარტლენდსი

ლეველები

ყოველი კრეფა გამოცდილებაა: ჩვეულებრივი ბალახი — 1, იშვიათი — 2–3, ღამის მცენარეები — 4, Harrietum — 6, ორქიდეა — 10. 50 ლეველია; პირველს 400 გამოცდილება სჭირდება, ყოველ მომდევნოს 2%-ით მეტი. წოდება ყოველ მეხუთე ლეველზე იცვლება.

ლეველი უნარი
5 / 20 / 35 5 / 10 / 15% შანსი, ერთი მცენარე ზედმეტად მოკრიფო
10 / 30 კრეფა 3.5 / 3 წამში
15 / 40 ღამის მცენარეები 1 / 2 საათით ადრე და გვიან
25 მცენარის ცოდნა ორჯერ სწრაფად იზრდება

ყოველ მცენარეს თავისი ცოდნა აქვს: პირველ კრეფაზე ჟურნალში ჩნდება, 10-ზე და 50-ზე იზრდება, 200-ზე — ათვისებულია. 50 კრეფიდან ამ მცენარის ზედმეტის შანსს +10% ემატება, 200-დან — +25%; ჯამში ზედმეტის შანსი 50%-ს არ აღემატება.

ჟურნალი

ESC → „ჟურნალები“ → „ჰერბალისტის ჟურნალი“: ლეველი, უნარები და თითო მცენარის გვერდი. არმოკრეფილი მცენარე „უცნობ მცენარედ“ ჩანს; სად იზრდება, პირველი კრეფის მერე იწერება.

რისთვის

მცენარეებისგან აფთიაქის მაგიდაზე ბინტი, პირველადი დახმარება, მედკიტი და ტონიკები მზადდება. ფერმაში ეს მცენარეები აღარ მოჰყავთ — მხოლოდ ველზე იკრიფება.