ბანკები და ფოსტა
ფული — ბანკში, ამბავი — ტელეგრაფით ან ჩიტით.

ბანკები
ექვსი ბანკი: ვალენტაინი, როუდსი, სენ-დენი, ბლექუოთერი, არმადილო და გუარმა (გუარმაში კლერკი გარეთ დგას). კლერკთან E — „Open Bank“.
- ყველა ბანკი ცალკე ანგარიშია: ვალენტაინში შეტანილი ფული ვალენტაინის ანგარიშზე დევს. ბანკის გვერდზე ყველა შენი ანგარიში და ნაშთი ჩანს
- შეტანა და გატანა — ერთ ჯერზე $10,000-მდე, საკომისიოს გარეშე
- ანგარიშებს შორის გადატანა — მხოლოდ შენს ანგარიშებს შორის, სხვადასხვა ბანკში: 10% საკომისიო ემატება ($100-ის გადატანა $110 ჯდება), ერთ ჯერზე $10,000-მდე
- ბანკები ყოველთვის ღიაა
- ხელფასი ბანკის ანგარიშზე მოდის — სამსახურები
სხვა მოთამაშის ანგარიშზე ფულს ვერ გადარიცხავ — მხოლოდ ნაღდს მისცემ: მოთამაშის მენიუდან (Left Alt) „ფულის მიცემა“, ერთ ჯერზე $5,000-მდე.
ფოსტა
თორმეტი ფოსტა: ვალენტაინი, როუდსი, სენ-დენი, ბლექუოთერი, ვან ჰორნი, ანესბურგი, უოლასის სადგური, რიგსის სადგური, არმადილო, ტამბლვიდი, სტრობერი და ემერალდის რანჩო. დახლთან J ტელეგრაფს ხსნის.
- ტელეგრამა $0.50 ღირს და მაშინვე მიდის, მაგრამ ფოსტაში ელოდება ადრესატს: ის მას ნებისმიერ ფოსტაში წაიკითხავს — და მხოლოდ ფოსტაში. ონლაინ ადრესატს შეტყობინება მოუვა, HUD-ის კონვერტი კი წაუკითხავებს ითვლის
- „ვის“ — Citizen ID ან ზუსტი სრული სახელი, 3 სიმბოლოდან. ნაწილობრივი სახელით არ ეძებს
- მისამართების წიგნი და ბოლო 50 ადრესატი ხელთ გაქვს
- თემა 80 სიმბოლომდე, ტექსტი 455-მდე. საკუთარ თავს ვერ მისწერ
- ტელეგრამას ფურცლადაც აიღებ — ფოსტიდან ქრება და ჩანთაში ჩადის; წაიკითხავ ნივთის გამოყენებით
ფოსტის ჩიტი
Bird Post ზოგად მაღაზიაში $5 ღირს. გამოიყენე ჩანთიდან, ღია ცის ქვეშ, და დაწერე წერილი: ბუ მას 5 წუთში მიიტანს და ადრესატს ფურცელს ჩამოუგდებს, როცა ის გარეთ იქნება. ოფლაინ ადრესატს შესვლისას მიუვა. ერთი ჩიტი — ერთი წერილი.