ლეგენდარული ნადირობა
ყველა ცხოველი ერთნაირი არ არის.

ლეგენდარულ ცხოველებსა და ფრინველებს კონტრაქტით ნადირობ და კვალით მიაგნებ. ყოველი ნანადირევი მონადირის ჟურნალში იწერება და ლეველს გიმატებს.
კონტრაქტი
- ლეგენდარული მონადირე (Legendary Hunter) კონტრაქტებს გასცემს, სატყუარას ყიდის და ტყავს ყიდულობს
- კონტრაქტს ლეგენდარული რუკა (legendarymap) და საფასური სჭირდება — თახვზე $30-დან დათვზე $220-მდე
- 44 ცხოველი და ფრინველია, თითოეული თავისი ლეველიდან იხსნება
- კონტრაქტს 45 წუთი აქვს. იმავე ცხოველზე ხელახლა — 20–35 წუთის მერე
ნადირობა
- მიჰყევი კვალს
- სუფთა ტყავისთვის Varmint თოფი ან მშვილდი გჭირდება — სხვა იარაღით ტყავი ფუჭდება და ნახევარი ღირს
- გასატყავებლად დანა გჭირდება
- სამამდე მონადირე ერთად: ყოველი დამატებითი ტყავის ფასს 10%-ს უმატებს, ჯამი კი იყოფა
ჟურნალი და ლეველები
მონადირის ჟურნალი ESC მენიუშია, „ჟურნალების“ გვერდზე. ორმოცდაათი ლეველია; ყოველ მესამე ლეველზე უნარი იხსნება — კვალი შორს ჩანს, ნაბიჯი ჩუმდება, ტყავი ძვირდება, კვალი დიდხანს ძლებს.
ცხოველის გვერდები ეტაპობრივად ივსება: კონტრაქტით — სადაც ცხოვრობს, დანახვით — ჩვევები, კვალით — ნაკვალევი, მოკვლით — სუსტი მხარე.
Eagle Eye, ყასბები და ლიცენზია
- Eagle Eye და Dead Eye სერვერზე გამორთულია — ჩაირთვება მხოლოდ Dead Eye Tonic-ით, ხუთი წუთით
- დამიზნებულ ცხოველზე თამაშის „Track“ აღარ არის
- ქალაქის ყასბები ლეგენდარულ ცხოველს არ ყიდულობენ — მას ლეგენდარული მონადირე იღებს
- მთავრობა ლეგენდარული ცხოველების ლიცენზიასაც გასცემს; ჯერჯერობით მას არავინ ამოწმებს